გალავნის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანეთში „იმოგზაურეს“
18-04-2022

მცხეთის მუნიციპალიტეტის, გალავნის საჯარო სკოლაში, დირექციისა და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების ძალისხმევით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესსა თუ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში; პარალელურად კი ზრუნავენ მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებაზე და არც ისეთ მნიშვნელოვან თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

ამის დასტურია ღონისძიება, რომელიც გალავნის საჯარო სკოლაში ჩატარდა 14 აპრილს -  „იაკობ გოგებაშვილმა ჯადოსნური გასაღები მოარგო ქართული ენის ოქროს სკივრს, ამ გასაღებს „აი ია“ დაარქვა და პატარებს ყველაზე ტკბილ ზღაპარშიც თავად შეუძღვა“ - ასე იმოგზაურეს გალავნის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანეთში

14 აპრილს დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება. ეს თარიღი 1978 წლის მოვლენების აღსანიშნად დაწესდა, როდესაც საპროტესტო გამოსვლამ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა. ყველაფერი კი 1978 წლის 24 მარტს დაიწყო, როდესაც გაზეთ „კომუნისტში“ საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის ახალი რედაქცია გამოქვეყნდა და საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო ენა, ქართულის ნაცვლად რუსული უნდა ყოფილიყო. საბოლოოდ, პროტესტი 60-ათასიან მასშტაბურ აქციაში გადაიზარდა, საბჭოთა კავშირის ლიდერებმა, საკუთარი ინტერესების გატარება ვერ გაბედეს და უკან დაიხიეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203