
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა.
გამართულ ღონისძიებაზე ქართული ენისა და ამ დღის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ ვრცლად ისაუბრეს. მოსწავლეებმა თემატური მაისურები ჩაიცვეს და აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: