მარტყოფის N1 სკოლის მოსწავლეთა წარმატებული ბიზნესიდეა
18-04-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეთა გუნდი საკუთარი ბიზნეს იდეით ბიზნესისა და მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელ პროექტში მონაწილეობდა. 

პროექტ „სტარტაპ მარათონს“ „ალტე უნივერსიტეტი“ მართავს. 

სკოლის გუნდის წევრები თენგო კანდელაკი, დალი კეჟერაშვილი და ნოე შოშიაშვილი არიან. მათი ხელმძღვანელი მეწარმეობის საფუძვლების მასწავლებლი ნათელა სუხიტაშვილია.

მოსწავლეებმა იდეა კოლხური ბზის გამრავლება/გაყიდვის შესახებ წარადგინეს. 
 
პროექტის ავტორებმა მოიწონეს სკოლის გუნდის ბიზნესიდეა, მოსწავლეებს გადასცეს ოფიციალური გაყიდვების ნებართვის სერტიფიკატი და მისცეს რეკომენდაცია კოლხური ბზის ნარგავების გაყიდვის ბიზნესიდეის საცდელი ვარიანტის განხორციელების შესახებ. შემდეგ კი სკოლის ფინანსებიდან გამოიყო საწყისი თანხები, მოსწავლეებმა შეიძინეს ქოთნები, მიწა, დეკორატიული გასაფორმებელი მასალები ბზობის დღესასწაულისთვის, ასევე, სკოლის მოსწავლეების ჩართულობით შეაგროვეს ბზის ტოტები, დარგეს, გააფორმეს ნარგავები, აკურთებინეს მარტყოფის მოძღვარს და ბზობის დღესასწაულზე ორ ლოკაციაზე (სოფელ მარტყოფის ტაძარი და ღვთაების მონასტერი) გაიტანეს გასაყიდად. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა იდეამ გაამართლა.

„შემოსული თანხით მოსწავლეები გეგმავენ გაიღრმაონ ცოდნა და განავითარონ კოლხური ბზის ბიზნეს პროექტი.
სკოლა მადლობას უხდის ნათელა მასწავლებელს, იდეის ავტორებს და პროექტში ჩართულ ყველა მოსწავლეს, მათ მშობლებს, სოფლის მოსახლეობასა და ღვთაების მონასტრის სტუმრებს ჩვენი სკოლის მოსწავლეების მხარდაჭერისთვის“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203