„გაზაფხულია ჩემს ქვეყანაში - ახმეტის მუნიციპალიტეტის, ხორხელის საჯარო სკოლაში მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა. აქტივობაში მონაწილეობა მიიღო სკოლის ყველა მოსწავლემ. მათ წარმოთქვეს ლექსები და შეასრულეს ცეკვები და სასკოლო საზოგადოებას პოზიტირუი განწყობა შეუქმნეს.
„ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი და მასწავლებლები. საღამომ თბილ და ხალისიან ვითარებაში ჩაიარა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
ხორხელის საჯარო სკოლაში, სწავლა-სწავლების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დირექციისა და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების ძალისხმევით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესსა თუ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში; პარალელურად კი ზრუნავენ მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებაზე და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
იხილეთ ვიდეო: