შავსაყდრის საჯარო სკოლაში შიდასასკოლო სპორტული შეჯიბრი გაიმართა
18-04-2022
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდრის სკოლაში შიდასასკოლო შეჯიბრი „მხიარული სტარტები“ გაიმართა. 

მოსწავლეებმა სხვადასხვა სპორტული აქტივობა შეასრულეს, თითოეულმა მათგანმა ღირსეულად იასპარეზა და დრო საინტერესოდ გაატარეს. 

ღონისძიებას სპორტის პედაგოგი გალინა სულხანიშვილი და ნანა თეგაძე ხელმძღვანელობდნენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

„ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლის ჩართულობა ჯანსაღი ცხოვრების წესში“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203