
ზაზა ფერაძის სახელობის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, შორაპნის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.დირექციისა და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების ძალისხმევით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესსა თუ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში; პარალელურად კი ზრუნავენ მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებაზე და არც ისეთ მნიშვნელოვან თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
შორაპნის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს პირველკლასელებმა ღონისძიება მიუძღვნეს, რომლის დევიზი გახლდათ - „საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ, ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ“...
„I „ა“ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინფორმაცია დედაენის დღის დაწესებასთან დაკავშირებით. წაიკითხეს ლექსები და კლასის ხელმძღვანელთან - ნინო დვალთან ერთად იმოგზაურეს ანბანეთში“ - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.