გულგულის საჯარო სკოლის მოსწავლემ ესეების კონკურსში გაიმარჯვა 
18-04-2022

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლა ზრუნავს მრავალფეროვანი სასწავლო გარემოს შექმნაზე და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე. პედაგოგები მუდმივად ცდილობენ მოსწავლეები სხვადასხვა ტიპის პროექტებში ჩართონ, მისცენ მათ მოტივაცია და ხალისი, რათა სასწავლო პროცესი გახდეს, კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი

ამჯერად,  გულგულის საჯარო სკოლის დირექცია, მასწავლებლები და მოსწავლეები მე-11 კლასის მოსწავლის, ლიზი ოხანაშილის წარმარტებას ზეიმობენ. სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ლიზიმ თელავის ისტორიული მუზეუმის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გახდა. 
 
14 აპრილი დედაენის დღეა! ამ დღის აღსანიშნავად, თელავის ისტორიული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილებამ გამოაცხადა კონკურსი შემდეგ თემებზე: 

 ა) ქართული ენა და ინტერნეტი;
 ბ) ქართული, როგორც მეორე ენა;
 
კორკურსის შემაჯამებელი ღონისძიება სწორედ თელავის ისტორიულ მუზეუმში ჩატარდა, სადაც კონკურსის გამარჯვებული გახდა გულგულის საჯარო სკოლის მოსწავლე - ლიზი ოხანაშვილი (ხელმძღვანელი და პედაგოგი - ნანა შიშმანაშვილი). მას საჩუქრად გადაეცა სამი წიგნი. ლიზი არის საუკეთესო და მიზანდასახული მოსწავლე და სკოლა ულევი წარმატებას უსურვებს მის ნიჭიერ მოსწავლეს“, - აღნიშნულია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203