არეშფერანის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა
18-04-2022
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიებები ხშირად იმართება.
ამჯერად, სკოლაში 14 აპრილის, დედაენის დღისადმი და 15 აპრილის, სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი გრანდიოზული ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიების ორგანიზატორები სკოლის ფილოლოგები: თამარ ბრეგვაძე, დარეჯან სხირტლაძე, ნათია ფერაძე და თინათინ წიწილაშვილი იყვნენ.
თითოეულმა პედაგოგმა დიდი ღვაწლი ჩადო დღის სრულყოფაში. ღონისძიება სკოლის ეზოში ჩატარდა და მთელი სასკოლო საზოგადოება მიიწვიეს.
ღონისძიებაში მე-2-დან 12-ე კლასის ჩათვლით მოსწავლეები მონაწილეობდნენ. სიტყვებით, ლექსებით, სიმღერებითა თუ ცეკვებით გაამრავალფეროვნეს დღე.
„მადლობა მათ ამ შესანიშნავი დღისათვის“, - წერია სკოლის გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203