„ო, ენავ ჩემო“ - დედაენის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიება სიონის საჯარო სკოლაში
18-04-2022
14 აპრილს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარადა.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, აქტივობები დედაენის დღეს ეძღვნებოდა, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდნენ სხვადსხვა კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები. 

„სიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს. მონაწილეობდა სკოლის თითქმის ყველა ასაკის მოსწავლე. აქტივობების ფარგლებში მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, წარმოადგინეს მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია - „ო ენავ ჩემო“...

ასევე, ნომინაციებში - საუკეთესო კალიგრაფია და საუკეთესო კედლის გაზეთის შემქმნელი გამარჯვებულები. მონაწილეებს გადაეცათ სიგელები“ ,-აღნიშნულია სკოლის მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203