აკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღეს „ანბანს გაცილება“ მოუწყვეს
18-04-2022
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლის პედაგოგებმა: რუსუდან ხუხუნაიშვილმა და სოფიკო ვადაჭკორიამ 14 აპრილს, დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან ერთად პირველკლასელთა „ანბანის გაცილება“ აღნიშნეს.
პირველკლასელებმა 33-ვე ასო-ბგერა გაიცნეს, შეიყვარეს, მათი საშუალებით ისწავლეს წერა - კითხვა. დედაენის დღეს კი „ანბანს გაცილება“ მოუწყვეს; მისთვის მიძღვნილ ლექსებში და სიმღერებში გააჟღერეს ანბანის საოცარი ხმიანობა. ღონისძიებას ფონად სლოგანი „გვიყვარდეს და დავიცვათ ქართული ენა!“, გასდევდა.