კუჭატნის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა
18-04-2022
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს. 


ქართული ენის დღეს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობები მოიძღვნეს. 

„მეოთხე კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის, მარიამ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, დედაენის დღე სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნეს. სკოლის ბიბლიოთეკაში მოაწყვეს წიგნის კითხვა და შეჯიბრი კალიგრაფიაში. შემდეგ კი თანატოლებს წარმუდგინეს ღონისძიება, სადაც ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები და სიმღერები შეასრულეს. ასევე, თანატოლებს გააცნეს ტექნოლოგიების გაკვეთილზე მასწავლებელთან, დავით თედეიშვილთან ერთად მოძიებული ინფორმაცია დედაენის დღის დაარსებასთან დაკავშირებით“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

14 აპრილი დედაენის დღეა. ეს თარიღი 1978 წლის მოვლენების აღსანიშნად დაწესდა. 44 წლის წინ საპროტესტო გამოსვლამ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა. ყველაფერი კი 1978 წლის 24 მარტს დაიწყო, როდესაც გაზეთ „კომუნისტში“ საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის ახალი რედაქცია გამოქვეყნდა. ახალი ნორმის მიხედვით, საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო ენა, ქართულის ნაცვლად რუსული უნდა ყოფილიყო.

საბოლოოდ კი, 60 ათასიან მასშტაბურ აქციაში გადაიზარდა. საბჭოთა კავშირის ლიდერებმა, საკუთარი ინტერესების გატარება ვერ გაბედეს და უკან დაიხიეს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203