გუმბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიუძღვნეს
18-04-2022
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან მოვლენებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს; ღონისძიებაზე ფუნქციები კლასების მიხედვით განაწილდა: მეცხრე კლასის მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაციები გააკეთეს, ხოლო მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეებმა კალიგრაფიის კონკურსი მოაწყეს.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა. 

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203