ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა
18-04-2022
იაკობ გოგებაშვილის სახელობის ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლაში, დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს.

აქტივობების ფარგლებში მე-4 კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაცია თემაზე - „ვეფხისტყაოსანი“ წარადგინეს. ბავშვებმა ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს; ასევე, აღნიშნული პოემიდან წარმოადგინეს და წაიკითხეს აფორიზმები, შეასრულეს კომპოზიცია ვიოლინოზე და ასე გამოხატეს თავიანთი პატივისცემა ქართული ენისა და პოემის მიმართ.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა. 

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203