დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ჭადრაკში ტურნირი ჩატარდა
18-04-2022

ხულოს მუნიციპალიტეტის, დიოკნისის საჯარო სკოლაში, დირექციისა და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების ძალისხმევით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესსა თუ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში; პარალელურად კი ზრუნავენ მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებაზე და ისეთ ინტელექტუალურ სპორტულ სახეობასაც მისდევენ, როგოირც გახლავთ ჭადრაკი.

28 მარტიდან-15 აპრილის ჩათვლით, ხულოს მუნიციპალიტეტის, დიოკნისის საჯარო სკოლაში ჩატარდა ტურნირი ჭადრაკში, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია ბავშვებში. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები, გამოვლინდნენ გამარჯვებულები და ისინი სკოლის დირექციამ დააჯილდოვა ფასიანი საჩუქრებით.

სამომავლოდ იგეგმება დიოკნისის თემის სკოლებს შორის ტურნირი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. მადლობა გვინდა გადავუხადოთ აჭარის ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომრეს, ქალბატონ სალომე მელიას, საჯარო სკოლებში ჭადრაკის წრის გახსნისათვის; ასევე სკოლის ჭადრაკის ხელმძღვანელს - ასლან ძირკვაძესა და სკოლის დირექტორს - რევაზ ძირკვაძეს აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისათვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203