წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სიყვარულის დღეს დისკუსია-გაკვეთილი მიეძღვნა
18-04-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორისა და საგნის პედაგოგის, ფაქტიზო ფანჩულიძის ხელმძღვანელობით 15 აპრილს, X-XI კლასებში მეტად შთამბეჭდავი დისკუსია - გაკვეთილი ჩატარდა, რომელიც სიყვარულის დღეს მიეძღვნა.
მოსწავლეებმა კლასიკოსთა სატრფიალო ლექსებსა და წერილებზე ისაუბრეს, თემის შესახებ დაამზადეს პოსტერები, რითაც ხელთნაკეთი დიდი წიგნი ააწყვეს.
მასწავლებელმა მათ კრეატიული საგანმანათლებლო რესურსი სიყვარულის ხე წარუდგინა, რომელსაც ფოთლების მაგივრად შეყვარებულ წყვილთა გულები ამშვენებს. გაკვეთილის დასასრულს X-XI კლასის მოსწავლეებმა თავიანთ დამრიგებლებთან ერთად საიუბილეო „ვეფხისტყაოსანი“ უსახსოვრეს სკოლის ბიბლიოთეკას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203