
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით, პროექტი - „არა-ბარბარიზმებს!“ განხორციელდა.
პროექტის ავტორი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გვანცა გვიმრაძე გახლავთ.
მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია ქართული ენის წარმოშობის, დამწერლობის სახეების შესახებ, თავად წარმოადგინეს პრეზენტაციები, წარმოთქვეს ლექსები, დაამზადეს და გაავრცელეს ბუკლეტები, პოსტერები, შექმნეს ხელნაწერი წიგნები, კედლის გაზეთები, ბოლოს სიმბოლურად გამართეს შეჯიბრება: „ვინ მეტ ბარბარიზმს გაუშვებს ნაგვის ურნაში“.
პროექტი უდავოდ საინტერესო და მოცულობითი იყო, მასში საკმაოდ აქტიურად ჩაერთნენ მე-5, მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეები
„დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა - ნათია ელიკაშვილმა, ეკატერინე რაზმაძემ, ოლია საღირაშვილმა და იზოლდა ჩალაურმა კალიგრაფიის კონკურსი ჩაატარეს, მოაწყვეს მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა და წარმატებული მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვეს.
გამოფენა მხატვრულად გააფორმა ხელოვნების მასწავლებელმა ნათია თევდორაშვილმა.
იხილეთ ვიდეო: