„აღმაშენებლიდან დღემდე“ - ილემის საჯარო სკოლის მე-11 კლასელებმა ქვეყნის ისტორიის ლაბირინთებში „იმოგზაურეს“
18-04-2022

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, ილემის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დირექციისა და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების ძალისხმევით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი საგაკვეთილო პროცესსა თუ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში; პარალელურად კი ზრუნავენ მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებაზე და არც ისეთ მნიშვნელოვან თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

ილემის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა და ისტორიკოსმა, ზვიად ნიქაბაძემ მოაწყვეს შეხვედრა თემაზე - „აღმაშენებლიდან დღემდე“.

„მოსწავლეებმა წარმოაჩინეს ოქროსხანის წინაპირობა, გადატანილი „ძლევაი საკვირველი“და დღევანდელი ოკუპაცია“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ილემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ზუსტად იციან, რომ ერის განვითარებისათვის აუცილებელია, ვიცნობდეთ საკუთარ წარსულს, რათა დავგეგმოთ ადეკვატური ნაბიჯები გაერთიანებისა და დამოუკიდებლობისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203