ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებისთვის გარემოსდაცვითი პროექტის ფარგლებში ტრენინგი ჩატარდა
18-04-2022

ქობულეთის N2 საჯარო სკოლა ზრუნავს მრავალფეროვანი სასწავლო გარემოს შექმნაზე და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე. პედაგოგები მუდმივად ცდილობენ მოსწავლეები სხვადასხვა ტიპის პროექტებში ჩართონ, მისცენ მათ მოტივაცია და ხალისი, რათა სასწავლო პროცესი გახდეს, კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფოემაიის მიხედვით, პროექტის - „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა ტრენინგი.

„ტრენინგს  - „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფის რისკის შემცირება“ გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის ადგილობრივი კოორდინატორი, ეკატერინე ცეცხლაძე უძღვებოდა.

ტრენინგის განმავლობაში განხილული იყო შემდეგი საკითხები: კატასტროფა და ბუნებრივი მოვლენა - განსხვავება ტერმინებს შორის, კატასტროფის რისკის შემცირებასთან დაკავშირებული ძირითადი ტერმინები: კატასტროფის რისკი, კატასტროფის რისკის შემცირება, საფრთხე, მოწყვლადობა და კატასტროფის მართვის ფაზები“, - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203