დედაენის დღესასწაული რველის საჯარო სკოლაში
18-04-2022
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ რველის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან მოვლენებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა მთელს სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქეს.

„ბავშვებს მშვენივრად ჰქონდათ გათავისებული ენის სიწმინდის მნიშვნელობა. მხატვრულად კითხულობდნენ ვაჟას, ილიას, აკაკის, გალაქტიონს, მუხრან მაჭავარიანის, ირაკლი აბაშიძის და სხვა პოეტთა გამონათქვამებს; შეასრულეს სიმღერები ქართულ ენაზე და საქართველოზე“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა. 

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203