ბათუმის N22 სკოლის მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების წესს აქტივობა მიუძღვნეს
18-04-2022
ბათუმის N22 საჯარო სკოლაში მოსწავლეების აქტიური ჩართულობითა და პედაგოგების მაქსიმალური ხელშეწყობით სხვადასხვა საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება.
ამჯერად, სკოლის მე-7დ კლასის მოსწავლეებმა ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით „ვორქშოპი“ ჩაატარეს, რომელიც ჯანსაღ ცხოვრებას - ფიზიკურ ვარჯიშს მიეძღვნა. მოსწავლეების პედაგოგი კი ელიტა კახიძე გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას უაღრესად დიდი ყურადღება ექცევა.