ქობულეთის N6 საჯარო სკოლაში კიდევ ერთი დაუვიწყარი ღონისძიება გაიმართა
18-04-2022
ბადრი ბერანძის სახელობის ქობულეთის N6 საჯარო სკოლა ზრუნავს მრავალფეროვანი სასწავლო გარემოს შექმნაზე და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე. სკოლაში მუდმივად აღინიშნება მნიშვნელოვანი მოვლენები დაარიღები, ამჯერად კი მოსწავლეებმა დედაენის დღე აღნიშნეს

სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება პედაგოგ ეკა ცივაძის ხელმძღვანელობით გაიმართა, ღონისძიებას კი მუსიკალურად პედაგოგი ინგა კვესიეშვილი აფორმებდა. მოსწავლეებმა წიაკითხეს ლექსები, იმღერეს და სხვადასხვა აქტივობებით კიდევ ერთი დასამახსოვრებელი ღონისძიება ჩაატარეს. 

14 აპრილი დედაენის დღეა. ეს თარიღი 1978 წლის მოვლენების აღსანიშნად დაწესდა. 44 წლის წინ საპროტესტო გამოსვლამ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა. ყველაფერი კი 1978 წლის 24 მარტს დაიწყო, როდესაც გაზეთ „კომუნისტში“ საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის ახალი რედაქცია გამოქვეყნდა. ახალი ნორმის მიხედვით, საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო ენა, ქართულის ნაცვლად რუსული უნდა ყოფილიყო.

საბოლოოდ კი, 60 ათასიან მასშტაბურ აქციაში გადაიზარდა. საბჭოთა კავშირის ლიდერებმა, საკუთარი ინტერესების გატარება ვერ გაბედეს და უკან დაიხიეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203