სამღერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგანმანათლებლო პროექტში წარმატებული მონაწილეობისთვის სიგელები დაიმსახურეს
18-04-2022
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტებში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობენ.
ამჯერად, მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეები: ფარიზ ვალივი, კარინე გასპარიანი, დიანა მელაძე და ანრი შავაძე „ვირტუალურ საკვირაო სკოლაში“, ონლაინ ფორმატით, პროექტის სხვადასხვა ნომინაციაში მონაწილეობდნენ, რის გამოც პირველი და მეორე ადგილის სიგელები გადაეცათ. ასევე, სიგელები პროექტში აქტიური მონაწილეობისთვისაც დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ წარმატებულ მოსწავლეებს სიგელები დირექტორმა, იამზე მელაძემ გადასცა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს