„ქართულო ენავ, სიკეთის ენავ, აღზევებულო იის სურნელით!“ - დედაენის დღე ოზაანის საჯარო სკოლაში
18-04-2022
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს განსაკუთრებული აქტივობა მიუძღვნეს.
„ქართულო ენავ, სიკეთის ენავ, აღზევებულო იის სურნელით!“ ამ სათაურით აღნიშნეს 14 აპრილი - დედა ენის დღე ოზაანის საჯარო სკოლაში.
ღონისძიების ფარგლებში I, II, III, IV და V კლასის მოსწავლეებმა შექმნეს ხელნაკეთი წიგნები, „გააცოცხლეს“ პერსონაჟები, წაიკითხეს ლექსები, ლამაზი სიტყვებით მოეფერნენ მშობლიურ ენას. ასევე, მონაწილეობა მიიღეს კონკურსში „ჩემი ლამაზი კალიგრაფია“. მრავალფეროვანი აქტივობების ფარგლებში სკოლის ეზო ლამაზი ასოებით მოხატეს.
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203