განძის N2 საჯარო სკოლაში ქართული ენის კვირეული გაიმართა
18-04-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის განძის N2 საჯარო სკოლა ზრუნავს მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი სასწავლო გარემოს შექმნაზე და მათი მოტივაციის ამაღლებაზე. სკოლაში მუდმივად აღინიშნება მნიშვნელოვანი მოვლენები და თარიღები, ამჯერად კი მოსწავლეებმა დედაენის დღე აღნიშნეს. 

სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დედაენის დღესთან დაკავშირებით კვირეული გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარადა. 

„დედაენის დღეს მიეძღვნა ქართული ენის კვირეული, რომლის ფარგლებშიც  კლასგარეშე აქტივობები ჩატარდა ქართული ენის კლუბის ფარგლებში. ერთიან სასკოლო ღონისძიებაში - „ქართული, ჩვენი სახელმწიფო ენა, ჩვენი მეორე ენაა“ ყველა კლასი იყო ჩართული.

კვირეული ფარგლებში გარდა ღონისძიებისა, ჩატარადა კონკურსი: „ვინ უკეთ იცის ქართული ენა?'“, ესეების კონკურსი: „რა ვიცი ქართული ენის შესახებ?!“' ასევე გაიმართა კონკურსი კალიგრაფიაში.

დასკვნით ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართველი მწერალების ლექსები და შეასრულეს ქართული ენისადმი მიძღვნილი სიმღერები“, - აღნიშნულია სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ, ფოტო-ვიდეო მასალა: 

ბმული 1
ბმული 2
ბმული 3
ბმული 4

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203