ჭიათურის N2 საჯარო სკოლა მოსწავლე ზუკა ტყემალაძემ ასახელა
18-04-2022
ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში ბევრი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა თითოეულ მიღწევას სკოლა საზოგადოებას მუდამ სიხარულით უზიარებს.

სკოლის ერთ-ერთი საამაყო მოსწავლე 15 წლის ზუკა ტყემალაძეა, რომელიც ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის პირველი ბენეფიციარია და ასევე, TBC ბანკის სტიპენდიატი გახდა.

ზუკა ტყემალაძე მულტიფუნქციური ცენტრის და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაში აქტიურად არის ჩართული. აღნიშნული ცენტრის ფარგლებში იგი მათემატიკას, ინგლისურს და კომპიუტერულ მეცნიერებებს გულდასმით სწავლობს.

ზუკამ სტიპენდია მისივე ასაკობრივ ჯგუფში მათემატიკის გამოცდაში მიღებული შედეგებით დაიმსახურა. ხოლო გამოცდა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის და მულტიფუნქციური ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203