„ჯანსაღი კვება“- ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
18-04-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაიუბნის N2 საჯარო სკოლაში პროექტი „ჯანსაღი კვება“ განხორციელდა. 

მოსწავლეებმა აღნიშნული საკითხის შესახებ ისაუბრეს, ინფორმაცია მოიძიეს, პოსტერები მოამზადეს და პრეზენტაცია გამართეს. 

მათი ხელმძღვანელი პედაგოგი მანანა ლემსაძე იყო. 

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

„მოსწავლეებმა ბიოლოგიის სწავლების პროცესში განახორციელეს პროექტი „ჯანსაღი კვება". პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართული სსსმ მოსწავლეები, სხვა აქტივობებთან ერთად, მათ წარმოადგინეს სლოგანები და პრეზენტაციები ჯანსაღი კვების შესახებ სასარგებლო რჩევებით“,- წერის სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203