„გაზაფხული, 9 აპრილი, სამშობლო და სიყვარული“ - ჭალადიდის საჯარო სკოლის მე-7 კლასში მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა
18-04-2022
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულად მრავალფეროვანი აქტივობები ეძღვნება.
ამჯერად, ნანა თაკალანძის ხელმძღვანელობით მე-7 კლასის საოცარი ღონისძიება ჩატარდა.
„ლამაზი სამყარო, ულამაზესი ინტერიერი... რამდენიმე თემაზე აჟღერებული ლექსები: გაზაფხული, 9 აპრილი, სამშობლო, სიყვარული..მადლობა ნანას ასეთი ლამაზი და დაუვიწყარი წუთებისთვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.