თაგოს საჯარო სკოლა ჯანსაღი ცხოვრების წესის სადარაჯოზე - საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ მავნე ჩვევების შესახებ საინტერესო ღონისძიება ჩაატარა
18-04-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თაგოს საჯარო სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ ღონისძიება თემაზე - „არა ნარკოტიკს, არა ალკოჰოლს, არა ნიკოტინს“ ჩაატარა.
აღსანიშნავია, რომ კათედრის ხელმძღვანელი ირმა მახარაძე გახლავთ. სკოლა მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას უაღრესად ხელს უწყობს.
„შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ღონისძიება ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, განსაკუთრებით მოზარდი ასაკის ბავშვებისათვის, რადგან მათ მიერვე დამუშავებული თემებისაგან გაცილებით მეტი ინფორმაცია მიიღეს თეორიულად. სკოლის დერეფანში გააკრეს თავისივე შესრულებული პლაკატები და ბოლოს, იყო ერთხმად შეძახილები - „არა ნარკოტიკს“, „არა ალკოჰოლს“, „არა ნიკოტინს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203