ახალთერჯოლის საჯარო სკოლის დაწყებით კლასებში მართლწერის კონკურსი გაიმართა
18-04-2022

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალთერჯოლის საჯარო სკოლაში მართლწერის კონკურსი გაიმართა. 

კონკურსი დაწყებით კლასებში მიმდინარობდა და მისი ორგანიზატორები პედაგოგები - ლალი ნემსაძე, რუსუდან ბარათაშვილი და თეა კვიტაშვილი იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ კონკურსი უკვე ტრადიციად იქცა. მოსწავლეებმა დედაენის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს, წაიკითხეს ლექსები და იმღერეს. გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.

„კონკურსის მიზანია ქართულის შესწავლისადმი მოტივაციის გაუმჯობესება და მართლწერის კულტურის ჩამოყალიბება“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203