„არა ბარბარიზმებს!“- როდინაულის საჯარო სკოლის მოსწავლეები დედაენის სიწმინდის სადარაჯოზე
18-04-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 14 აპრილი, დედაენის დღე საინტერესო და სახალისო ღონისძიებებით აღნიშნეს.
ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა დედაენის მნიშვნელობაზე და ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
„ვიცოდეთ ჩვენი ენის ისტორია - ბავშვებმა გაგვაცნეს ქართული ენისა და დამწერლობის ისტორია, რომ მსოფლიოში სულ 14 დამწერლობაა და მათ შორის ერთი ჩვენია, რომ მსოფლიოს 5000-ზე მეტ ენას შორის ქართული ერთ-ერთი უძველესი ენაა და იმის მიუხედავად, რომ საქართველო ერთი ციცქნა წერტილია მსოფლიოს რუკაზე, რამდენი დიალექტი გვაქვს?!
არა ბარბარიზმებს! დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ქართული ენა უმდიდრესი ენაა და მას სულაც არ სჭირდება სხვა ენებიდან „სესხება“, რომ უნდა გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას და არ „დავანაგვიანოთ“ ბარბარიზმებით!
მოსწავლეებს შორის კალიგრაფიის კონკურსიც გაიმართა, გამოვლინდა საუკეთესო კალიგრაფიის მქონე, მეორე და მესამე ადგილის გამარჯვებულები. პირველი ადგილი ვაკანტური დარჩა და 1 თვის შემდეგ პატარებმა ნინო მასწავლებელი (ანუ მე) წერის კონკურსში გამომიწვიეს .
დიდი მადლობა: ნანა მაღლაკელიძეს, ინგა ბასილაძეს, ლია აბულაძეს, მაია ოსაძეს, ნათია გელაშვილს და ყველა მასწავლებელს ამ ლამაზი ღონისძიების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობისთვის. განსაკუთრებული მადლობა ჩემს პატარა მერცხლებს“, - აღნიშნულია დირექტორის, ნინო გოცაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203