„არ ვივიწყებთ წარსულს და ვიცავთ მომავალს“- ქვედა საზანოს N2 სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღეს კედლის გაზეთი მიუძღვნეს
18-04-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა. 

ამ თარიღთან დაკავშირებით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ფიქრია ორბელაძემ მეხუთე კლასში აქტივობა გამართა. მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის ღვაწლისა და დამსახურების შესახებ ისაუბრეს და კედლის გაზეთი შექმნეს. 
ისინის აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.

„სკოლაში ხორციელდება პროექტი „არ ვივიწყებთ წარსულს და ვიცავთ მომავალს“. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი „იუნესკოს“ არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ნუსხაშია შესული. აქტივობა ძალიან საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა მათთვის“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203