სენაკის N1 საჯარო სკოლის III კლასში ქართული ენის კვირეული ჩატარდა
18-04-2022

გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასში, პედაგოგ შორენა ნოდიას ხელმძღვანელობით, ქართული ენის კვირეული ჩატარდა. 

კვირეული 4-აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა. 

კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა დაგეგმეს და განახორციელეს არაერთი აქტივობა.

მასწავლებელი შორენა ნოდია მოსწავლეებს ესაუბრა ქართული ენის ფენომენზე, ენის როლზე ეროვნული თვითშეფასების ჩამოყალიბებაში. მოსწავლეებმა ნახეს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი. მოიძიეს ინფორმაცია და მასზე დაყრდნობით დაწერეს პატარა თხზულება, რომელიც გააფორმეს ილუსტრაციებით და გააკეთეს პრეზენტაცია.

კლასში ჩატარდა - „კალიგრაფიის კონკურსი“. გამოვლინდა გამარჯვებული, რომელიც დაჯილდოვდა სიგელით.

მოსწავლეებმა მოამზადეს პროექტი თემაზე - „თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი, გულში გაკლია ცეცხლი ქართული“.

და ბოლოს, შეასრულეს სიმღერები, შეისწავლეს ლექსები, ამონარიდები დედაენაზე, ანდაზები 33 ასო-ბგერაზე და კიდევ ერთხელ მოეფერნენ, მოეალერსნენ ჩვენს სანუკვარ და საამაყო ქართულ ანბანს.

მოსწავლეები უზომოდ ამაყები, აღფრთოვანებული და კმაყოფილი დარჩნენ ამ დღით.

იხილეთ ვიდეოები:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203