კვირიკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები პრეზენტაციებში ასახეს
18-04-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
მოსწავლეებმა 1989 და 1991 წლის 9 აპრილის შესახებ პრეზენტაციები მოამზადეს, რუსთაველის გამზირზე დაღუპული ოზურგეთელი ნინო თოიძის შესახებ ისაუბრეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. სკოლაში ეროვნულ-განმანათავისუფლებელი მოძრაობის ერთერთი ადგილობრივი ლიდერი, მხატვარი ვახტანგ მამეიშვილი მიიწვიეს, რომელიც მოსწავლეებს საინტერესოდ ესაუბრა.
ღონისძიება სასწავლო პროექტის - „ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას“ ფარგლებში გაიმართა. მისი დასრულებისას მოსწავლეებმა ნინო თოიძის საფლავი ყვავილებით შეამკეს.
შეხვედრის ხელმძღვანელები ეკატერინე ნინიძე და თამარ თავდიშვილი იყვნენ.
„მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები ორივე ცხრა აპრილის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და ამ მოვლენებს შეწირული ოზურგეთელი ნინო თოიძის შესახებ. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველაზე საამაყო ფურცელია, თუმცა ბევრი საინტერესო ისტორიაა მივიწყებული. სწორედ ამ ისტორიებზე სასაუბროდ, ღონისძიების ორგანიზატორებმა,მოიწვიეს ეროვნულ-განმანათავისუფლებელი მოძრაობის ერთერთი ადგილობრივი ლიდერი, მხატვარი ვახტანგ მამეიშვილი. ბატონმა ვახტანგმა ჩვეული ერუდიციით მოუთხრო ბავშვებს, თუ რა გზა გაიარა საქართველომ 1991 წლის 9 აპრილამდე“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს