ჯიმითის საჯარო სკოლის ეზოში პალმის ნერგები დაირგო
18-04-2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლაში გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, ეზოს კეთილმოწყობის პროცესი განახლდა.

ამჯერად, პალმის ორი ერთეული ნერგი სკოლას მოსწავლეების - ანამარია და ლიზი ჯაფოშვილების ბებიამ, იზა ჯაფოშვილმა, აჩუქა.

მოსწავლეებმა ნერგები შერჩეულ ადგილას დარგეს და მათ მოვლაზეც აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის ქალბატონ იზას გამოჩენილი გულისხმიერებისათვის.

აღსანიშნავია, რომ ჯიმითის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურდღება ექცევა, ამ მიზნით სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობას სთავაზობენ და გარემო დაცვის მნიშვნელობაზე ხშირად ესაუბრებიან. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203