შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა.
გამართულ ღონისძიებაზე - „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ!", ქართული ენისა და ამ დღის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ ვრცლად ისაუბრეს. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.
ღონისძიების ხელმძღვანელი მზისადარ ბერიძე იყო.
„სკოლა ყველა მოსწავლეს და სრულიად საქართველოს გულითადად ულოცავს დედაენის დღეს და უსურვებს სრულიად საქართველოს სახელმწიფო ენის დაცვას.
დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი მადლობას უხდის ღონისძიების ხელმძღვანელ მზისადარ ბერიძეს და მოსწავლეებს ღონისძიების ჩატარებისათვის“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: