„წარსული რომ არა, არ გვექნება აწმყო“- აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობა
18-04-2022
აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს კვირეული მიეძღვნა. 

კვირეულის „ჩვენთან ყოველი დღე 14 აპრილია“ ფარგლებში, აქტივობა „წარსული რომ არა, არ გვექნება აწმყო“ გაიმართა. მე-5, მე-7 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა ასომთავრულით დაწერეს და წაიკითხეს ტექსტები. 

აქტივობას ქართული ენა და ლიტერატურის მასწავლებელი შორენა ბერიშვილი ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.

„დიდი მადლობა ქალბატონ შორენას საინტერესო ღონისძიებისთვის“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203