ოყურეშის საჯარო სკოლაში ფილმის ჩვენება-განხილვა მოეწყო
18-04-2022

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლა მოსწავლეებს მათ ინტერესებზე მორგებულ, მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობს. მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებსა და ღონისძიებებში არიან ჩართულნი. 

ამჯერად, სკოლაში, SUSI პროგრამის ფარგლებში და ამერიკის საელჩოს დაფინანსებით, ამერიკის საზაფხულო გაცვლითი პროგრამის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაკალავრდამთავრებულმა, გიორგი მუშკუდიანმა ამერიკული აბორიგენების კულტურისა და ტრადიციების შესახებ ფილმის ჩვენება მოაწყო. 

ფილმის ჩვენების შემდეგ კი წინა პლანზე წამოწეულ საკითხთან დაკავშირებით, დისკუსია გაიმართა. 

მოსწავლეები განხილვის პროცესში ინტერესით ჩაერთვნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203