
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი კომპლექსური დავალებებია. მოსწავლეები და მასწავლებლები კომპლექსურ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან.
ამჯერად, მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე „მე და საზოგადოებაში“ იმუშავეს. კომპლექსური დავალება თემაზე - „გარემო, რომელშიც ვცხოვრობ“ მე-3 კლასის მოსწავლეებს პედაგოგმა, ნინო ყურაშვილმა შესთავაზა.
მოსწავლეები სამუშაო პროცესში ინტერესით ჩაერთნენ და დავალებას წარმატებით გაართვეს თავი.
იხილეთ ფოტოები: