ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემაზე ნამუშევრები შექმნეს
18-04-2022
აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, პროექტში - „გლობალური საფრთხეები“ ჩართულმა მოსწავლეებმა ჩანახატები, კომიქსები და ნახატები შექმნეს იმის შესახებ, თუ რა საფრთხე ემუქრება დედამიწას, გარემოს და ადამიანს.

მოსწავლეების პედაგოგი თამარ მეშველიანი გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ სკოლის თითოეული პედაგოგი მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი სასწავლო გარემოს შესაქმნელად მუდამ თავდაუზოგავად შრომობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203