
სამტრედიის N4 საჯარო სკოლის III1კლასის დამრიგებელმა ირმა გაგუამ, უსაყვარლეს მოსწავლეებთან ერთად მოაწყო ღონისძიება საკლასო სივრცეში. პატარებმა წარმოადგინეს ლექსები, სიმღერები და ინფორმაცია დედაენისა და დიდი მოძღვრის - იაკობ გოგებაშვილის შესახებ.
„დედაენა არის უფლის კურთხევით ჩვენ წინაპართაგან აღშენებული უწმინდესი ტაძარი, რომელსაც სვეტებად უდგანან სამშობლო ქვეყნის მოღვაწენი; დანგრევა მისი ადვილია, ხოლო აღდგენა ფრიად ძნელი“, - ამ სიტყვებით შთააგონა ირმა მასწავლებელმა პატარები და ამოგზაურა დედაენის სამყაროში.
ეს ღონისძიება კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ სამტრედიის N4 საჯარო სკოლაში არასოდეს ივიწყებენ ისეთ თარიღებს, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
იხილეთ ვიდეო: