ქვემო სარალის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება მიეძღვნა
18-04-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სარალის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა. 

გამართულ ღონისძიებაზე ქართული ენისა და ამ დღის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ ვრცლად ისაუბრეს. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ჩანახატები და აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

მათმა საუბარმა დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.

ქართული ენის პედაგოგმა მანანა ცომაიამ ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს სიგელები გადასცა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203