აბულის საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა
18-04-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა.
ღონისძიებაში მე-5, მე-6, მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მისი მიმდინარეობისას ქართული ენისა და ამ დღის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ ვრცლად ისაუბრეს. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს, პოსტერები მოამზადეს და აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.
ღონისძიება ქართული ენის მასწავლებლების ხელმძღვანელობით გაიმართა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს