„ჩვენი ენა ქართული“ - მარტუნის საჯარო სკოლაში დედაენის დღე იზეიმეს
18-04-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მარტუნის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე ქართულ-სომხური სექტორის მოსწავლეებმა ერთობლივად აღნიშნეს.
ღონისძიება სახელწოდებით „ჩვენი ენა ქართული“ ქართული ენის მასწავლებლების, მარინა ალელიშვილის და გურამ მურმანიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოთქვეს ლექსები, იმღერეს და ქართული ენის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. აღსანიშნავია, რომ ბავშვების შემოქმედებამ დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203