ხორენიის საჯარო სკოლაში ჭადრაკსა და შაშში​ შეჯიბრი გაიმართა
18-04-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა სპორტული აქტივობები ხშირად ტარდება.

ამჯერად, სკოლის სპორტის მასწავლებლის, სრაპ გაბრიელიანის ხელმძღვანელობით შაში - ჭადრაკის შეჯიბრი გაიმართა.

გამოვლინდნენ გამარჯვებული მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები, რომლებმაც საპრიზო ადგილები დაიკავეს:

  1. აკობ ფიდანიან;
  2. ოჰან ვარდანიან;
  3. რომან პეტროსიან;
  4. ნარეკ ვარდანიან.
სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა მოსწავლეებს მიულოცა წარმატება და სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადასცა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203