ახალქალაქის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა
18-04-2022
ახალქალაქის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა. 

გამართულ ღონისძიებაზე ქართული ენისა და ამ დღის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ ვრცლად ისაუბრეს. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს, კალიგრაფიისა და მხატვრული კითხვის მონაწილეობდნენ და აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.

ღონისძიებას ქალაქის მერი მელქონ მაკარიანი და მისი მოადგილეები თეიმურაზ მჭედლიძე და მკრტიჩ მღდესიანი. საკრებულოს თავმჯდომარე ნაირ ირიციანი, მისი მოადგილეებით გაიოზ ლომსაძე, ედუარდ აღასარიანი და ჰამლეტ მოვსესიანი, ასევე რესურსცენტრის უფროსი თერეზა ჩივჩიანი, ახალქალაქის ბიბლიოთეკის დირექტორი თეკლე ვახტანგიშვილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის რაიონულური ორგანიზაციის თავმჯდომარე ლეილა მეტრეველი ესწრებოდნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203