„მუდამ გვემახსოვრება 9 აპრილი“- სავანეთის საჯარო სკოლაში გამოფენა გაიმართა
18-04-2022

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას გამოფენა მიეძღვნა. 

გამოფენაში მე-2, მე-4, მე-5, მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ორგანიზატორები ქართული, როგორც მეორე ენის პედაგოგი ინგა მიქელაძე და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი ნათია ჩხეტიანი იყვნენ.

მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მოსწავლეებმა 9 აპრილს განვითარებული მოვლენებისა და მისი შედეგების შესახებ ისაუბრეს, თავიანთი პოზიცია მკვეთრად დააფიქსირეს.

მოსწავლეები აქტივობაში უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

ღონისძიების მიზანი დაღუპულთა სახელების უკვდავყოფა და იმის არდავიწყება იყო, რაც 9 აპრილს რუსთაველის გამზრიზე მოხდა.

„9  აპრილი ყველაზე მძიმე დღეა.
9 აპრილის ტრაგედია - 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა  არმიის მიერ ანტისაბჭოთა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგედ დაიღუპა 21 ადამიანი და დაშავდა მრავალი. მოსწავლეებმა გააკეთეს ჩანახატები 9 აპრილზე, გამოთქვეს საკუთარი აზრი, დაგმეს საბჭოთა რუსეთის პოლიტიკა.

„ყველას სიყვარულში გიტყდებით
გლოცავთ და მიშრება ხელი
ვაჩუქოთ ერთმანეთს  ტიტები
ვაჩუქოთ ერთმანეტს ცრემლი. “
მორის ფოცხიშვილის ეს ლექსი - „ტიტები“ უკვე ჰიტი იყო. ამ ტექსტზე დაწერილი სიმღერაც, რომლის მაშინდელი ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა შეასრულეს, ტელევიზორში მუდმივად ტრიალებდა.

„ოცდაერთ სიცოცხლეს ნიჩბებით გაჩეხილს
ასობით მოწამლულ ქართველს....
თაყვანისცემა და პატივი დიდება,
დაღუპულთ ავუნთებთ სანთელს...
კვლავ გავა წლები და აპრილი ჩვეულად
შემოვა ასობით ფერით
ეს დიდი ტკივილი არასდროს გაქრება
სანამ იარსებებს ერი.“

მუდამ გვემახსოვრება 9 აპრილი, რომლის შედეგად საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203