დედაენის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი კვირეული​ აჭყვას საჯარო სკოლაში
18-04-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა.

ღონისძიების მიზანი იყო ქართული ენის წარმოშობის, განვითარებისა და მნიშვნელობის გააზრება. კვირეულის ფარგლებში სკოლაში ჩატარდა სხვადასხვა აქტივობა.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, დაამზადეს პოსტერები, რომელზეც დედაენასთან დაკავშირებული ინფორმაცია განათავსეს. შექმნეს „ანბანის ხე“, მოხატეს ასო-ბგერები, მოაწყვეს კალიგრაფიის კონკურსი. ბავშვებმა ასევე დაწერეს თხზულება - „რას გვიყვებიან ასოები“, მოამზადეს სიუჟეტი დედაენის შესახებ.

სკოლის დირექცია პედაგოგებს და მოსწავლეებს აღნიშნული აქტივობების განხორციელებისთვის მადლობას უხდის. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203