„ვინ უკეთ ვიცით ქართული“- ნაესაკოვოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობა
18-04-2022
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა.
ღონისძიებაში „ვინ უკეთ ვიცით ქართული“ VI-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ისინი გუნდებად დაიყვნენ და თავიანთი ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი ხალისით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
„მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისო აქტივობებით მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს, რომ ენას დაცვა და გაფრთხილება სჭირდება“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.