„ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ!“ - მორძგვეთის საჯარო სკოლაში ქართული ენისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა
18-04-2022
როინ მიროტაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მორძგვეთის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიისთვის მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მზია ღვალაძის ხელმძღვანელობით, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა კვირეული - „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ!“.
კვირეულის ფარგლებში მოეწყო ნახატების გამოფენა, ჩატარდა კონკურსი - „საუკეთესო კალიგრაფი“. მოსწავლეებმა გამოუშვეს კედლის გაზეთი, ფერადი ფურცლებისგან გამოჭრეს ქართული ანბანის ასოები და ლამაზად გააფორმეს სცენა. 14 აპრილს კვირეული საზეიმო ღონისძიებით დამთავრდა.
„- „დედაენას დედასავით მოფერება სჭირდება“.
- „დედაენა არის ენა სულისა და გულისა, დედაბოძი ჭეშმარიტი განათლებისა“.
- „თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი, გულში გაკლია ცეცხლი ქართული“.
ისმოდა დარბაზში ჩვენი პატარების იმედიანი შეძახილები.. გაიმართა ვიქტორინა „ილაპარაკეთ, ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ“, მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინგლისურენოვანი ბარბარიზმები, რომლებიც თანდათან მკვიდრდება ქართულ ენაში.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა წაიკითხეს უცხო ტექსტები, ჟიურის წევრებს კი უნდა გამოევლინათ „მხატვრული კითხვის დიდოსტატი“. პირველობა ერგო მეოთხე კლასის მოსწავლეს, ნიკოლოზ მიროტაძეს, რომლის ბიძის სახელსაც ატარებს ჩვენი სკოლა. გამოვლინდა კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლე დარეჯან კაპანაძე (მე-4 კლასი); ეს მოსწავლეები სკოლის დირექციამ დიპლომებით დააჯილდოვა.
ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული და საუკეთესო შედეგები აჩვენეს ასევე მეოთხე კლასის მოსწავლემ, დავით კაპანაძემ, მეორე კლასის მოსწავლეებმა: ბარბარე კაპანაძემ , გურამ მიროტაძემ; მეხუთე კლასის მოსწავლემ, ილია მოდებაძემ, რომლებიც დაჯილდოვდნენ სიგელებით. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა მუსიკის მასწავლებელმა ლალი გაფრინდაშვილმა.
მოსწავლეთა კონტიგენტის უკიდურესი სიმცირის მიუხედავად მოეწყო ასეთი ლამაზი, შინაარსიანი, მრავალი აქტივობით დატვირთული კვირეული , რაც ჩვენი სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული, თავის პროფესიაზე და მოსწავლეებზე უზომოდ შეყვარებული მზია მასწავლებლის დამსახურებაა, რის გამოც სკოლის დირექცია მადლობას უცხადებს მას და უსურვებს წარმატებებს“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი მაია ბარჯაძე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203