„გლოვისა და ზეიმის დღე“ - თბილისის N108 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა უმცროსკლასელებისთვის 9 აპრილის შესახებ პრეზენტაცია გამართეს
18-04-2022
თბილისის N108 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. მე-8 კლასის მოსწავლეებმა  მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეებს საინტერესო პრეზენტაციები აჩვენეს და ამ დღის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ განუმარტეს.

„9 აპრილი - ერთდროულად გლოვისა და ზეიმის დღე. 1989 9 აპრილი - რუსული ჯარების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა, ხოცვა, დაჩეხვა... 1991 9აპრილი - ქართული სახელმწიფოებრიობის დამოუკიდებლობის გამოცხადება. მე-8 კლასის მოსწავლეებმა თავის უმცროს მეგობრებს: მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეებს აჩვენეს საინტერესო პრეზენტაციები და კიდევ ერთხელ განუმარტეს ამ დღის მნიშვნელობა. მადლობა პატარებს და მათ დამრიგებლებს საინტერესო და აქტიური ინტერაქციისათვის, საოცრად გონიერი თაობა გვყავს. მადლობა ჩემს ჭკვიან მერვე კლასის მოსწავლეებს. მადლობა ადმინისტრაციას თანადგომისათვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეომასალა ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203